საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ბოლო ვადა: 2019-10-28

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგი: 4500

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ.თბილისი გორგასლის ქ. №83 ა

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების მიზნით,  შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების შემუშავება;
  • არსებული ვითარების ანალიზის მიზნით ეროვნული სისტემის სუბიექტების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვა;
  • საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება;
  • საგანგებო სიტუაციის შემდგომ პერიოდში გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლა და ანალიზი;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა;
  • რისკის ხარისხებიდან გამომდინარე ქალაქების და ობიექტების კატეგორირება, აგრეთვე რისკის დონეების განსაზღვრა;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განსახორციელებელი საგანგებო სიტუაციების პრევენციის და რეაგირების, ასევე უსაფრთხოების სასწავლო პროგრამების შეთანხმება;
  • სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი მემორანდუმების ფარგლებში ცალკეული ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა;
  • ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის მართვის დროს, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისა და სამაშველო ჯგუფების მოთხოვნის საჭიროების განსაზღვრა და წინადადების მომზადება;
  • ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციის მართვის კოორდინირებაში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საომარი მდგომარეობის დროს ეროვნული თავდაცვის გეგმითა და მშვიდობიანობის დროს სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულება;
  • ქვეყნის მასშტაბით შესაძლო საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის, პრევენციის, მათი შედეგების შემცირების და ლიკვიდაციის, ასევე აღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით, სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინირება
  • სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის პროექტის შემუშავების კოორდინირება;
  • ეროვნული დონის საგანგებო სიტუაციის დროს შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის მომზადების ორგანიზება და ამ სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების კოორდინირება;
  • საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის დაცვის ღონისძიებების ორგანიზება;
  • სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფებიდან აღრიცხული თავშესაფრების და თავშესაფრად ვარგისი შენობა-ნაგებობების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, სისტემატიზაცია და გაანალიზება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
  • საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, მატერიალური და კულტურული ფასეულობების ევაკუაციის ორგანიზება;
  • სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების ხელმძღვანელებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებში სპეციალურად უფლებამოსილი პირების გადამზადების ორგანიზება;
  • სამეთაურო-საშტაბო, ტაქტიკურ-სპეციალური და კომპლექსური ვარჯიშების ჩატარების ორგანიზება;
  • ეროვნული სისტემის სუბიექტების საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების და საშუალებების მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეთა ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მართვისა და რისკის მართვის გეგმების შემუშავების კოორდინირება;
  • პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტისა და მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შედგენის კოორდინირება;
  • სსიპ - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთან თანამშრომლობა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანება;

დ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 01 აპრილის №831739 ბრძანება.

 


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში;
  • სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულო დოკუმენტაცია.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით/გასაუბრება;
  • კანდიდატის საბოლოო შეფასება.

5.  გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.