საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს სპეციალისტი

ბოლო ვადა: 2019-10-28

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგი: 1200

ადგილების რაოდეობა: 2

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ.თბილისი გორგასლის ქ. №83 ა

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაში მონაწილეობა;
  • შესყიდვების გეგმის მიხედვით გამარტივებული შესყიდვების პროცედურების განხორციელება და მათი პირობების შესრულებაზე კონტროლი;
  • გამარტივებული შესყიდვის და კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებების სისტემაში განთავსება, ხელშეკრულებებში ცვლილების ამსახველი დოკუმენტის პროექტის მომზადება, მათ შინაარსზე პასუხისმგებლობა, ხელშეკრულებების შესრულების/შეუსრულებლობის, საბოლოო ანგარიშსწორების ამსახველი დოკუმენტაციის ბრძანებით გათვალისწინებულ ვადებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებაზე პასუხისმგებლობა. შესყიდვების გეგმა–ფაქტის წარმოება და მონეტარული ზღვრების დარღვევის თავიდან აცილება;
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების ცვლილებებთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება, მათ შინაარსზე პასუხისმგებლობა;
  • სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა და შესაბამისი არქივის წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციების, ოქმების, წერილების მომზადება და სხვადასხვა კომპლექსური გადაწყვეტილების განხილვებში მონაწილეობა.
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკურ ან იურიდიულ განათლებას მიენიჭება უპირატესობა);
  • მუშაობის გამოცდილება საჯარო სამსახურში (სასურველია);
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

ე)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“

ვ) „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის  №12 ბრძანება;

ზ) „შესყიდვების ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება;

თ) „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანება.

ი) „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება.

კ) „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს  №13 ბრძანება;

ლ) „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება;

მ) „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება.

ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №24 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულება“;

ო) "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019  წლის 17 იანვრის  №4 ბრძანება;

პ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული სამმართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 02 აპრილის №819904 ბრძანება.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში;
  • სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით/გასაუბრება;
  • კანდიდატის საბოლოო შეფასება.

5.  გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.