საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალიზებული სამაშველო განყოფილების ინსპექტორი

ბოლო ვადა: 2019-10-28

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგი: 1175

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:მესტიის რაიონი, იოსებ კახიანის №18

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოების ტექნიკის წესების, სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების წესების და სანიტარულ-ჰიგიენური ზომების დაცვა;
  • ხელმძღვანელის მიერ ცალკეული ბრძანებებისა და მითითებების შესრულება, როგორც საგანგებო სიტუაციების დროს, ასევე სასწავლო ვარჯიშის დროს;
  • მთავარი სამმართველოს ბალანსზე რიცხული სამაშველო აღჭურვილობის და ტექნიკის მოვლა/პატრონობა;
  • ინციდენტის ადგილზე ხელმძღვანელის მიერ დაგეგმილი სამაშველო ოპერაციის დროული და ეფექტური შესრულება, ისე, როგორც ცალკეული დავალებების შესრულება;
  • სათანადო ფიზიკური ფორმის შენარჩუნება ფიზიკური ნორმატივების შესაბამისად;
  • ინციდენტებზე დროული რეაგირება;
  • მომხმარებელთან/დაზარალებულთან სწორი კომუნიკაციის უნარი, მომსახურების პრინციპების და ეთიკის ნორმების დაცვით;
  • სასწავლო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სასწავლო პროგრამით გაწერილ დისციპლინებში მონაწილეობის მიღება (სამთო სამაშველო,  წყალზე სამაშველო, ნანგრევებში სამაშველო, ავტო საგზაო შემთხვევები და ა.შ.);
  • პირად ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული სამუშაოს შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

გ) „საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის  №24 ბრძანება;

დ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილება;

ე) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანება;

ვ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  უფროსის 2019 წლის 1 აპრილის №831737 ბრძანება.

 


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

Curriculum Vitae (CV);

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით/გასაუბრება;
  • ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;
  • კანდიდატის საბოლოო შეფასება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას. ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების დაშვებამდე კი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა №100), ვინაიდან კონკურსის ამ ეტაპზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა თავსებადი იქნება ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებასთან.

6.  გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.