საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველოს ოპერატორი

ბოლო ვადა: 2019-10-28

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგი: 1050

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ.თბილისი გორგასლის ქ. №83 ა

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ. „112“-სგან ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შესახებ სპეციალური ელექტორნული პროგრამის (ERC) მეშვეობით შემოსული შეტყობინებების მიღება, დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;
  • საგანგებო სიტუაციებისა და ხანძრების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტი მიღება-ანალიზი და გასვლის განრიგით გათვალისწინებული რეაგირებისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების გაგზავნა;
  • საგანგებო სიტუაციების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის შეკრება და მისი გადაცემა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისის თანამდებობის პირებისა და ცენტრალური კოორდინაციის განყოფილებისათვის;
  • სავალდებულო ოპერაციების შესრულებისას სახანძრო-სამაშველო ძალებისა და საშუალებების დანიშნულების ადგილზე ოპერატიულად გაგზავნა და კონტროლი ღონისძიებების დასრულებამდე;
  • საგანგებო სიტუაციების ან განგაშის გამოცხადების შემთხვევაში ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის შეტყობინება დამტკიცებული გეგმის მიხედვით;
  • სატელეფონო და რადიოკავშირის საშუალებების, კომპიუტერული ტექნიკის გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურის ინფორმირება, აღნიშნულის აღმოფხვრის მიზნით;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის  №24 ბრძანება;

დ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანება. 

ე) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  უფროსის 2019 წლის 1 აპრილის №831737 ბრძანება.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში;
  • სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულო დოკუმენტაცია.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით/გასაუბრება;
  • კანდიდატის საბოლოო შეფასება.

5.  გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.