საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსის მოადგილე

ბოლო ვადა: 2019-10-28

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგი: 1100

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. ქარელი, ცაბაძის №32

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • სახანძრო-სამაშველო განყოფილების ხელმძღვანელობა;
  • ხანძრის ქრობისა და საავარიო - სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად პირადი შემადგენლობის მუდმივი მზადყოფნასახანძრო - სამაშველო გამოძახებებზე ჯგუფების დროულად გასვლის უზრუნველყოფა ;
  • ხელმძღვანელი პირების განკარგულების საფუძველზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის პირადი შემადგენლობის „გაძლიერებულ მზადყოფნაზე” გადაყვანისათვის შესაბამისი ზომები მიღება ;
  • სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობა;
  • ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და გამოკვლევის დროს  შსს საგამოძიებო ორგანოებისათვის დახმარების გაწევა;
  • განყოფილების პირად შემადგენლობისთვის შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქციების გაცნობა ;
  • პროფესიონალური დონის ამაღლების მიზნით ცვლის მეთაურებისთვის  ტრენინგის ჩატარება, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის უზრუნველყოფა;
  • სახანძრო-სამაშველო ღონისძიებების  უკეთ განხორციელების მიზნით, ხანძრების ქრობის შესწავლა და პირადი შემადგენლობის ხანძარზე მუშაობის ანალიზი, ხანძრების გარჩევა და  შემდგომი გეგმების შემუშავება;
  • სახანძრო-საავარიო ტექნიკის მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა;
  • საწვავ-საპოხი და ცეცხლმაქრი ნივთიერებების ხარჯვის კონტროლი და თვის ბოლოს სამმართველოს უფროსისთვის  სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში საწვავის ხარჯვა/ ეკონომიის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა;
  • სახანძრო-სამაშველო განყოფილების ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ხანძრის და ხანძარსაშიში ობიექტებისა და მათი განლაგების, წყალმომარაგების, გზების და გასასვლელების, კავშირგაბმულობის საშუალებების, აგრეთვე სახანძრო-სამაშველო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მოძიება/ფლობა;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

გ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილება;

დ) „სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 09 მარტის №119 დადგენილება;

ე) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №20 ბრძანება;

ვ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანება. 

ზ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებოს დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის  №24 ბრძანება;

თ) „ სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 მაისის №649 ბრძანება;

ი) „ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქემთა მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის №636 ბრძანება;

კ) „სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 5 აპრილის №518 ბრძანება;

ლ) „სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 მაისის №738 ბრძანება;

მ) „სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანება.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

Curriculum Vitae (CV);

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით/გასაუბრება;
  • ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;
  • კანდიდატის საბოლოო შეფასება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურისის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას. ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების დაშვებამდე კი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა №100), ვინაიდან კონკურსის ამ ეტაპზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა თავსებადი იქნება განყოფილების უფროსის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებასთან.

6.  გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.