საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

სტრუქტურული ინჟინერი

ბოლო ვადა: 2019-11-30

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგი: 1500

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაოს ტიპი: შრომითი კონტრაქტი


ფუნქცია-მოვალეობები:
  • შენობა- ნაგებობების სტრუქტურული შეფასების ჩატარება;
  • შენობა- ნაგებობების სტრუქტურის ტიპის იდენტიფიცირება;
  • შენობა- ნაგებობების სპეციფიკური სტრუქტურული საფრთხეების იდენტიფიცირება;
  • შენობა- ნაგებობების მარკირება;
  • ურბანული სამაშველო საძიებო ჯგუფის (USAR) ფარგლებში ყველა დისციპლინისა და შესაძლებლობების გაგება;
  • გაეროს საერთაშორისო საძიებო და სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის  (INSARAG) მეთოდოლოგიის გაგება;
  • ურბანული სამაშველო საძიებო ჯგუფის (USAR) ოპერაციების, ტაქტიკისა და უსაფრთხოების ნორმების გაგება;
  • დაზარალებული ადგილის სტრუქტურული პროფილების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
  • არსებული ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენება;
  • სტრუქტურულ არამდგრადობასთან დაკავშირებული ტაქტიკური პრობლემების პრაქტიკული მოგვარება;
  • სტრუქტურული გამაგრების გეგმის შედგენა და იმპლემენტაციაზე ზედამხედველობა;
  • სტრუქტურული ფენების შემცირების გეგმის შედგენა და იმპლემენტაციაზე ზედამხედველობა;
  • კოორდინაცია ურბანულ სამაშველო საძიებო ჯგუფთან (USAR);
  • საერთაშორისო საძიებო სამაშველო ოპერაციებში მინაწილეობის მიღება საქართველოს INSARAG-ის ჯგუფთან ერთად;
  • მისიის შემდგომის საინჟინრო ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრი - ინჟინერიის მიმართულებით);
  • ინჟინერიის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ურბანული სამაშველო საძიებო ჯგუფის (USAR) ფარგლებში ყველა დისციპლინისა და შესაძლებლობების ცოდნა;
  • გაეროს საერთაშორისო საძიებო და სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის  (INSARAG) მეთოდოლოგიის ცოდნა;
  • ურბანული სამაშველო საძიებო ჯგუფის (USAR) ოპერაციების, ტაქტიკისა და უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2)
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

 

 


საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

გ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილება;

დ) „სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 09 მარტის №119 დადგენილება;

ე) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანება;

ვ) „საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის  №24 ბრძანება;

ზ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  უფროსის 2019 წლის 1 აპრილის №831737 ბრძანება.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით/ გასაუბრება;
  • კანდიდატის საბოლოო შეფასება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურისის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას და წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.