საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის პოლიტიკის განსაზღვრის სამმართველოს უფროსის მოადგილე

ბოლო ვადა: 2019-12-01

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგი: 3000

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ.თბილისი გორგასლის ქ. №83 ა

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • კორესპონდენციის განაწილება მოსამსახურეებს შორის
  • სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლი
  • სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირება
  • სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება
  • კერძო სახანძრო - სამაშველო დანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტების და ნორმების შემუშავებაში მონაწილეობა
  • დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა
  • სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევა
  • სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის პრევენციის და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების და წინადადების შემუშავებაში მონაწილეობა
  • დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საქმიანობის - სახანძრო - ტექნიკური შემოწმებების და საპროექტო დოკუმენტაციის განხილვის შედეგების სტატისტიკური მონაცემების შეგროვება/დამუშავების კონტროლი
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელების გამოყენების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება/დამუშავება/აღსრულების კონტროლი
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №24 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულება“;

დ) საქართველოს კანონი ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“

ვ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილება;

ზ) „საქართველოს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილება

თ) „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა - ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილება;

ი) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება;

კ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

ლ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანება;

მ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 01 აპრილის №819881 ბრძანება.

 


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში;
  • სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულო დოკუმენტაცია.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით/გასაუბრება;
  • კანდიდატის საბოლოო შეფასება.

5.  გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.