საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს სამუშაო ჯგუფის უმცროსი ინსპექტორი

ბოლო ვადა: 2020-01-21

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 1150

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • ჯგუფის წევრებისთვის მუშაობის დაგეგმვა და მათთვის ინსტრუქციების მიცემა;
  • განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში  ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება/პასუხის მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების საერთაშორისო და შიდა  მივლინებებსა და ვიზიტებში მონაწილეობასთან დაკავშირებით  სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება და მათთვის გაცნობა;
  • საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სამუშაო ღონისძიებების დაგეგმვა და მისი შესრულება;
  • სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მთავარი სამმართველოს თანამშრომლების პერსონალური მონაცემების შეგროვების უზრუნველყოფა;
  • მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის მიერ წარმოებულ საერთაშორისო  სამაშველო ოპერაციებში და სწავლებებში მონაწილეობის მიღება;
  • საერთაშორისო სამაშველო გუნდებთან ურთიერთობა და მონაწილეობასთან დაკავშირებული ლოჯისტიკის  საკითხების ორგანიზება;
  • ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება;
  • კომპეტენციის  ფარგლებში სამსახურებრივი დოკუმენტების მომზადება ( პატაკი, წერილი, სამსახურებრივი ბარათი, სხვა უწყებებში გასაგზავნი ოფიციალური წერილები);
  • საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სწავლებებთან დაკავშირებული  ინგლისურენოვანი დოკუმენტაციის გადათარგმნა და შემგომ მისი გაცნობა სწავლებაში ჩართული მონაწილეებისათვის.

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

გ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანება. 

დ) „საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის  №24 ბრძანება;

ე) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  უფროსის 2019 წლის 1 აპრილის №831737 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №83ა საკონტაქტო ტელეფონი -  241 2775


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

Curriculum Vitae (CV);

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით/გასაუბრება;
  • ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;
  • კანდიდატის საბოლოო შეფასება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას. ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების დაშვებამდე კი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა №100), ვინაიდან კონკურსის ამ ეტაპზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა თავსებადი იქნება უმცროსი ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებასთან.

6.  გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.