საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ჭიათურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი

ბოლო ვადა: 2018-09-01

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგი: 1300

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. წყალტუბო, აღმაშენებლის ქ. N1

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:

 

  1. ხელმძღვანელობს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მუშაობას. გადის ხანძრის ჩაქრობის, ავარიების ლიკვიდაციის, სტიქიური უბედურების ადგილებზე;

  2. აანალიზებს მორიგე ცვლების პირადი შემადგენლობის მიერ ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს;

  3. ახორციელებს კონტროლს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მიერ შიდა განაწესის შესრულებაზე;

  4. ფლობს ინფორმაციას სახანძრო-სამაშველო განყოფილების გასვლის რაიონის, მის ტერიტორიაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ხანძარ და ფეთქებადხანძარსაშიში ობიექტების განლაგების, ხანძარსაწი­ნააღ­მდეგო წყალმომარაგების, გასასვლელების და კავშირის საშუალებების მდგომარეობის, აგრეთვე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შეიარაღებაში არსებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების შესახებ;

  5. ორგანიზებას უწევს სახანძრო-სამაშველო განყოფილების პირადი შემადგენლობის პროფესიულ, ტაქტიკურ და ფსიქოლოგიურ მომ­ზა­დებას; კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს სახანძრო-ტაქტიკურ მეცადინეობებს პირად შემადგენლობასთან, სამწყობრო დათვალიერებას, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით ვარჯიშებს, საკლასო-ჯგუფურ მეცადინეობებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემებზე;

  6. უზრუნველყოფს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, კავშირის და რადიაციულ-ქიმიური დაცვის საშუალებების მუდმივ მზადოფნას და კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვას;

  7. უზრუნველყოფს და აკონტროლებს პირადი შემადგენლობის მიერ შრომის დაცვის წესების მოთხოვნების შესრულებას, ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის პირად შემადგენლობასთან მომხდარი უბედური შემთხვევების კანონმდებლობით დადგენილი წესით დროულ და ამომწურავ გამოკვლევას;

  8. კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის შემადგენლობას თადარიგში არსებული ტექნიკის ხარჯზე;

  9. ამოწმებს მორიგე ცვლების მზადყოფნას ხანძრის ჩაქრობისა და სახანძრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;

  10. უზრუნველყოფს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური და სამაშველო შეიარაღების მუდმივ მზადყოფნას, აგრეთვე კონტროლს მათ ტექნიკურ მდგომარეობაზე და საწვავ-საპოხი მასალების და ცეცხლმაქრი ნივთიერებების ხარჯვის აღრიცხვაზე;

  11. იცის სახანძრო-სამაშველო დანაყოფში არსებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის წესები და მათი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები;

     12. ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება);

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

  • უცხოე ენის ცოდნა (სასურველია).


საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

გ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის N387 დადგენილება;

დ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N370 დადგენილება;

ე) „სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 09 მარტის №119 დადგენილება;

ვ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №20 ბრძანება.

ზ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის N8 ბრძანება.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 25 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);

  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში.

 

3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

  • ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;

  • გასაუბრება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, იმ პირებს რომლებიც გადავლენ მეორე ეტაპზე სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების დაშვებამდე კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმაN 100). მეორე ეტაპზე დაიშვებიამ მხოლოდ ის კანდიდატები რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა თავსებადი იქნება მეხანძრე-მაშველის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებასთან.

6. მესამე ეტაპტზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.