საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების სამმართველოს ოპერატიული მართვის განყოფილების ოპერატორი

ბოლო ვადა: 2018-11-07

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგი: 1050

ადგილების რაოდეობა: 5

სამსახურის ადგილმდებარეობა:თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ. „112“-სგან ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შესახებ სპეციალური ელექტორნული პროგრამის (ERC) მეშვეობით შემოსული შეტყობინებების მიღება, დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;
  • საგანგებო სიტუაციებისა და ხანძრების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტი მიღება-ანალიზი და გასვლის განრიგით გათვალისწინებული რეაგირებისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების გაგზავნა;
  • საგანგებო სიტუაციების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის შეკრება და მისი გადაცემა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისის თანამდებობის პირებისა და ცენტრალური კოორდინაციის განყოფილებისათვის;
  • სავალდებულო ოპერაციების შესრულებისას სახანძრო-სამაშველო ძალებისა და საშუალებების დანიშნულების ადგილზე ოპერატიულად გაგზავნა და კონტროლი ღონისძიებების დასრულებამდე;
  • საგანგებო სიტუაციების ან განგაშის გამოცხადების შემთხვევაში ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის შეტყობინება დამტკიცებული გეგმის მიხედვით;
  • სატელეფონო და რადიოკავშირის საშუალებების, კომპიუტერული ტექნიკის გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურის ინფორმირება, აღნიშნულის აღმოფხვრის მიზნით;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • უცხოე ენის ცოდნა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

გ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის N387 დადგენილება;

ე) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის N8 ბრძანება;

ვ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის N20 ბრძანება;


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 25 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში.

 

3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. მეორე ეტაპტზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო