საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

უმცროსი ინსპექტორი (სტაჟიორი) -საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის პოლიტიკის განსაზღვრის სამმართველო

განცხადების წარდგენის ვადა: 2019-09-29

დანაყოფი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის პოლიტიკის განსაზღვრის სამმართველო

სამუშაო რეჟიმი: 09:00-18:00 (შეთანხმებით)

თანამდებობრივი სარგი: ანაზღაურების გარეშე

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი

ვაკანსიის რაოდენობა: 1

მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობა: 1

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე

ენა - სახელმწიფო ენის ფლობა

განათლება - უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (არქიტექტურის ან/და საინჟინრო მიმართულებით)


უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მოტივირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ადაპტაციის უნარი;
  • თავდაჯერებულობა;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

დამატებითი მოთხოვნები:
  • კომპიუტერული პროგრამები (MS Office);
  • აკადემიური წერის ცოდნა;

     სასურველია: ArchiCAD და AutoCAD ცოდნა;

     ინგლისური ენის ცოდნა;


საკონკურსო თემატიკა:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №24 ბრძანება


ფუნქცია-მოვალეობები:

ა) არქიტექტურული პროექტების განხილვაში მონაწილეობა და შესაბამისი შენიშვნების მომზადება;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების პროექტების განხილვაში მონაწილეობა და შესაბამისი შენიშვნების მომზადება;

გ) ფიზიკური და იურიდიული პირებთან შეხვედრებსა და კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება;

დ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების განხილვაში მონაწილეობის მიღება


კანდიდატებმა აპლიკაციის შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია: 

(ატვირთული ფაილები უნდა იყოს PDF an  JPG ფორმატის)

 

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპებია: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება და სპეციალური შემოწმება;

გასაუბრების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. გასაუბრების ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.

შენიშვნა: სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი აფასებს სტაჟიორებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სტაჟიორი ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე ან ეძლევა რეკომენდაცია სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რითაც სტაჟიორს უპირატესობა ენიჭება კონკურსში მონაწილე თანაბარი შედეგების მქონე კანდიდატებთან. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სტუდენტს, რომ არ შეფერხდეს ან/და ხელი არ შეეშალოს მის საგანმანათლებლო დღის წესრიგს.


განაცხადის რეგისტრაცია