შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე შატილიდან თბილისში, საავადმყოფოში გადმოიყვანეს

მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე შატილიდან თბილისში, საავადმყოფოში გადმოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში მოქალაქეს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები და სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად, დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება.

შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა. რთული კლიმატური პირობების და საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო, მოქალაქის დასახმარებლად სამაშველო ჯგუფი შატილის მიმართულებით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრა.

ამ დროისთვის, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმების მიერ, მოქალაქე უკვე გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც ქალბატონს აღმოუჩენენ აუცილებელ დახმარებას.