საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საჩხერე - მეხანძრე-მაშველებმა გადარჩენილი ძაღლის ლეკვი მოინახულეს

ოთხფეხა მეგობარი გუშინ ჭაში ჩავარდა და ამოსვლას ვერ ახერხებდა. სამსახურის თანამშრომლებმა ლეკვი უვნებლად ამოიყვანეს. აღმოჩნდა, რომ მიუსაფარი ძაღლი დედასთან ერთად ქუჩაში ცხოვრობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ძაღლი დედასთან ერთად ბინას საჩხერის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში დაიდებს. მათ, მეხანძრე-მაშველები ხის სახლს აუშენებენ და აუცილებელ საცხოვრებელ პირობებს შეუქმნიან.