საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კომპანია ‘’მაგირუსისგან’’ 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანას შეიძენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ‘’მაგირუსისგან’’ 30 ახალ სახანძრო-სამაშველო ავტომანქანას შეიძენს.

გერმანული კომპანიის წარმოებული 25 მანქანა თბილისში 2019 წლის ბოლოს, 5 კი 2020 წლის დასაწყისში შემოვა, რითაც სრულად განახლდება თბილისის სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი.

პროექტის ფარგლებში, თბილისის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების ავტომანქანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.

ავტომანქანების ტენდერის გზით შესყიდვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 მილიონი ლარი დაიხარჯება.

თანამშრომლობის მემურანდუმს ხელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრივილმა და კომპანია ‘’მაგირუსის’’ გაყიდვების მენეჯერმა ამიერკავკასიაში, ვილჰელმ ტიტკემ მოაწერეს.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ესწრებოდნენ.