საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

დაბა ლაითურთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ოზურგეთი - დაბა ლაითურთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის შედეგად, დამწვარია 20 ჰექტარ ფართობზე არსებული ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ადგილზე მუშაობდა 80 მეხანძრე-მაშველი. მათ შორის, დამატებითი ცოცხალი ძალა აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.

ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.