შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაზე მეხანძრე-მაშველთა გადამზადების პროგრამის მეორე მოდული მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაზე მეხანძრე-მაშველთა გადამზადების პროგრამის მეორე მოდული მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების გადამზადების მეორე მოდული მიმდინარეობს. სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი ახალი პროგრამის მიხედვით ტარდება და მას სამსახურის ყველა თანამშრომელი ეტაპობრივად გადის.

მეხანძრე-მაშველები უკვე გადამზადდნენ სახანძრო-სამაშველო ოპერაციების ჩატარების, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, ასევე, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების საფუძვლების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ამ ეტაპზე, კურსის მონაწილეებს  სხვადასხვა სახის სწავლებები ხანძრის ქრობის პრაქტიკული უნარების დახვეწის მიმართულებით უტარდებათ. 

5 კვირიანი კურსის ფარგლებში მეხანძრე-მაშველები 3 მოდულსა და ერთ საგანს შეისწავლიან. სპეციალურ პროგრამას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შსს აკადემიის ინსტრუქტორები უძღვებიან.

სწავლების ბოლოს მონაწილეები თითოეული მოდულის მიხედვით შეფასდებიან და წარმატებულ კურსდამთავრებულებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.