საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საქართველო საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში „ნორჩი მეხანძრე მაშველი“ მიიღებს მონაწილეობას

პროექტისთვის 11-დან 17 წლამდე ასაკის, 35 მოზარდის შერჩევა თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან უკვე დასრულდა.

შერჩეული მოსწავლეებიდან 14 აზერბაიჯანსა და ბელარუსში დაგეგმილ სპორტულ შეჯიბრებებში მიიღებს მონაწილეობას. 21 კი ანაკლიაში, მომავლის ბანაკში გაემგზავრება.

მოზარდებს სპეციალური სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბაზაზე უტარდებათ. მათ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება აზერბაიჯანსა და ბელორუსში მოუწევთ. მოსწავლეები ადგილზე სპორტული შეჯიბრებების გარდა, კულტურულ-შემოქმედებით აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებებში ქართული მხარე 2014 წლიდან წარმატებულად მონაწილეობს. მოზარდებმა გასულ წელს ყველა დისციპლინაში პირველი ადგილის დაიკავეს.

„ნორჩი მეხანძრე-მაშველის“ მონაწილე უცხოელი მოსწავლეები საქართველოსაც ესტუმრებიან.

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.