საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მცხეთაში აღნიშნავს
შინაგან საქმეთ სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფებთან ერთად, ქალაქ მცხეთაში, ცენტრალურ მოედანზე აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებაზე წარმოდგენილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა. გარდა ამისა, მოწყობილია სპეციალური აქტივობების კუთხე, სადაც ბავშვებს საშუალება აქვთ, მოირგონ მეხანძრე-მაშველის როლი, ასევე, მიიღონ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილიც შეუერთდა, რომელიც მცხეთაში სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესთან - ლევან ღირსიაშვილთან და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფება. თემურ მღებრიშვილი ღონისძიების მიმდინარეობას გაეცნო და მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.