შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


მეხანძრე-მაშველები თბილისის №12 ბაგა-ბაღს ესტუმრნენ

მეხანძრე-მაშველები თბილისის №12 ბაგა-ბაღს ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები თბილისის №12 ბაგა-ბაღში იმყოფებოდნენ, სადაც აღსაზრდელებისთვის და აღმზრდელებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება ჩაატარეს. 

ბაღის აღსაზრდელებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ის ტექნიკა და აღჭურვილობა, რასაც მეხანძრე-მაშველები იყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში. 

ღონისძიების მიზანი ბავშვებისთვის და უფროსებისთვის უსაფრთხოების ნორმების გაცნობა და მეხანძრე-მაშველის პროფესიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.