შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) გლობალური ბირთვული უსაფრთხოების (GNS) პროგრამის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა განიხილეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით არსებული საჭიროებები და შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
DTRA-ს ევრაზიის ოფისის ხელმძღვანელმა - ბერნარდ დობნერმა Ⴑაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს - თემურ მღებრიშვილს ბირთვული და რადიაციული შესაძლებლობების განვითარების კუთხით დახმარება აღუთქვა.
გლობალური ბირთვული უსაფრთხოების (GNS) პროგრამის წარმომადგენლები საქართველოს მისიის ფარგლებში ეწვივნენ და შეხვედრებს გამართავენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივ პარტნიორ უწყებებსა და ორგანიზაციებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო სიტუაციების დროს არის მთავარი მორეაგირე დანაყოფი, რომელიც კოორდინირებას უწევს ყველა სახელმწიფო უწყების საქმიანობას და უზრუნველყოფს ქვეყანაში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) უსაფრთხოებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან (DTRA) მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით. DTRA-ს მხარდაჭერით არაერთი პროექტი ხორციელდება, რომლებიც ითვალისწინებს ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემით სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.