შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თბილისის  №119 საჯარო სკოლაში ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება ჩაატარა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თბილისის №119 საჯარო სკოლაში ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების ჩატარებას განაგრძობს. ამჯერად, სამსახურის თანამშრომლები თბილისის №119 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის ექსპერტებმა მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის თეორიული სწავლება ჩაატარეს.
 
სწავლების დასრულების შემდეგ, სკოლის ტერიტორიაზე მოეწყო საგანგებო სიტუაციის სიმულაცია, რომლის ფარგლებში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით, ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს. სიმულაციური ევაკუაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები სკოლის პერსონალი და მოსწავლეები.
 
სკოლაში სამსახურის თანამშრომლების ვიზიტის მთავარ მიზანს საგანგებო სიტუაციების პრევენციის ხელშეწყობა და მზაობის გაზრდა წარმოადგენდა. სახანძრო-სამაშველო ძალების და სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტების თანამშრომლები მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მთელი საქართველოს მასშტაბით, სისტემატურად ატარებენ.