შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა ვეტერან ძიუდოისტთა საერთაშორისო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ზედამხედველობის დეპარტამენტის პრევენციისა და რეაგირების სამმართველოს ინსპექტორი მერაბ ფანცულაია საბერძნეთის ქალაქ ჰერაკლიონში გამართული ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ულოცავს მერაბ ფანცულაიას მიღწეულ შედეგს და წარმატებებს უსურვებს.