შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თბილისის, ვაკე-საბურთალოს და ქალაქ ხონის სამმართველოებში სტუმრად სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
მოზარდები მეხანძრე-მაშველებს შეხვდნენ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. გარდა ამისა, პატარა სტუმრებმა დაათვალიერეს სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
თბილისში, ვაკე-საბურთალოს სამმართველოში მისულ სტუმრებს თბილისის №161 საჯარო სკოლიდან, საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ დედაქალაქის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე არსებული სახანძრო-სამაშველო გამოფენა და ინფორმაცია მიიღოთ საქართველოში სახანძრო-სამაშველო საქმიანობის განვითარების ისტორიის შესახებ.
ხოლო ხონში, ტექნიკისა და აღჭურვილობის დათვალიერების შემდეგ, ხონის მე-4 სკოლის მოსწავლეებისთვის საფრენი აპარატის დრონის შესაძლებლობების პრეზენტაციაც მოეწყო, რამაც მოზარდების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.
ღონისძიებების მიზანი ბავშვებისთვის და უფროსებისთვის უსაფრთხოების ნორმების გაცნობა და მეხანძრე-მაშველის პროფესიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მსგავსი ტიპის ღონისძიებებს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან სისტემატურად ატარებს.