საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ხევსურეთი - მაშველებმა 76 წლის მიხა არაბული დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს

მიხა არაბული გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაუარესდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.

დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშვლებმა ვერტმფრენის საშუალებით, დროულად მოახერხეს მიხა არაბულისთვის დახმარების აღმოჩენა.

სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი სამაშველო ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.