შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის 149-ე საჯარო სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩაატარეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის 149-ე საჯარო სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქალაქ თბილისის 149-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ.

სახანძრო-სამაშველო ძალებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირებისა და ქცევის წესები გააცნეს. მეხანძრე-მაშველებმა სკოლის გამართეს ტერიტორიაზე სიმულაციური სწავლება, სადაც ხანძარზე რეაგირების, დაშავებულის ევაკუაციისა და სხვადასხვა სამაშველო ღონისძიება ჩაატარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო და კერძო სკოლებში მსგავსი ტიპის სწავლებებს სისტემატურად ატარებს.