იწვის ეკალ-ბარდი და ტყის ქვედა საფარი.
დამწვარია 30 ჰა ფართობი.
რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების დამატებითი ძალები.
ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი
ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება.
ცეცხლის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება