შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების აღსაზრდელებმა თბილისის მთავარ სამმართველოში არსებული მუზეუმიც დაათვალიერეს. სახანძრო სამაშველო დანაყოფებში ვიზიტებისას ბავშვები სპეციალური ტექნიკის შესაძლებლობებს ეცნობიან და მეხანძრე-მაშველებისგან საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებს ეცნობიან. სკოლისა და ბაღის აღსაზრდელები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სისტემატურად სტუმრობენ.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამმართველოებში მოზარდების ვიზიტის მთავარი მიზანი, საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.