ბათუმი - გონიო.
მდინარე ჭოროხიდან მეხანძრე-მაშველებმა 50 წლის მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს.
წყლის დონის მომატების შედეგად, სათევზაოდ წასული მამაკაცი ხიდის ქვეშ შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ბათუმის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.