შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები თბილისში, წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში და ბათუმში, ქართულ-ამერიკულ აკადემიაში იმყოფებოდნენ, სადაც მოსწავლეებს საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესები გააცნეს.
მეხანძრე-მაშველები მოზარდებს ასევე ესაუბრნენ სახანძრო-სამაშველო ძალების ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. მოსწავლეებთან შეხვედრა საინტერესოდ და ბავშვების აქტიური ჩართულობით ჩატარდა.
სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე, ბორჯომსა და ქუთაისში კი სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს ესტუმრნენ. ბავშვებმა სახანძრო-სამაშველო დანაყოფები დაათვალიერეს და საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ საინფორმაციო- შემეცნებით გაკვეთილს დაესწრნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოზარდთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსგავს ღონისძიებებს ინტენსიურად ახორციელებს.