შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სხვადასხვა დანაყოფს, თბილისში, სიღნაღში, რუსთავში, ზუგდიდისა და ქუთაისში, საჯარო სკოლების მოსწავლეები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ესტუმრნენ.
მეხანძრე-მაშველებმა სტუმრებს საგანგებო სიტუაციებისა და ამ დროს ქცევის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ბავშვებმა სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარ სამმართველოში მდებარე მუზეუმში დაცულ მასალებს და სახანძრო-სამაშველო ძალების განვითარების ისტორიას გაეცნენ.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დანაყოფებში, საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოზარდების ვიზიტები სისტემატურად ხორციელდება.