შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ახალციხის, გორისა და ზუგდიდის დანაყოფებს საგანმანათლებლო დაწესებულების აღსაზრდელები ეწვივნენ.
სკოლისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებისა და მოქმედების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ბავშვებმა მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნენ.
საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის განყოფილებებში მოზარდების ვიზიტები სისტემატურად ხორციელდება.