საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მომსახურების სააგენტო ანგარიშით 6:0 დაამარცხა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფეხბურთო გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველწლიურ საგაზაფხულო მინი-ფეხბურთის ტურნირში იღებს მონაწილეობას.

ტურნირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ინიაციატივით იმართება და მასში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების -  საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების 23 გუნდი იღებს მონაწილეობას.

ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაზე ერთმანეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მომსახურების სააგენტოს გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გამარჯვებით - 6:0 დასრულდა.

გატანილი გოლების ავტორი მეხანძრე-მაშველები არიან: ლევან კასრაძე,  ოთარ კუხალეიშვილი, დათო დარჩია, გიგლა გულბათაშვილი და დათო ბერიანიძე.

მატჩს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი, პირველი მოადგილესთან - ლევან ღირსიაშვილთან და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან - დავით სუხიშვილთან ერთად დაესწრო.

ჩემპიონატმა სტარტი 7 მაისს აიღო და 31 მაისამდე გაგრძელდება. ფინალური შეხვედრა პოლიციის დღეს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საფეხბურთო მოედანზე  გაიმართება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგაზაფხულო ტურნირის გამარჯვებული 2016 წელს უკვე გახდა.