შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში ცვლის მეთაურის საბაზისო კურსი დასრულდა. 20 მეხანძრე-მაშველს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა კურსის დასრულების შესაბამისი სერტიფიკატები პირადად გადასცა.
ცვლის მეთაურის საბაზისო კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. მეხანძრე-მაშველები პირველადი დახმარების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების, ხანძრის ქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ახალ მეთოდებს დაეუფლნენ. წვრთნები რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მიმდინარეობდა და მასში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა იყო გამოყენებული.
სწავლების მიზანი, ტაქტიკური დონის მეთაურების ცოდნის ამაღლება და ხანძრის ქრობის, ასევე, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ახალი მეთოდების შესწავლა იყო.