შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავსტრიის რესპუბლიკაში, ტიროლის მიწის სახანძრო სკოლაში გადამზადების კურსი გაიარეს.
ვიზიტის მიზანი, იმ სპეციალური სახანძრო ავტომანქანის ტექნიკური მონაცემების შესწავლა იყო, რომელიც ქართულ მხარეს სწავლების დასრულების შემდეგ გადმოეცა.
სახანძრო ავტოტექნიკის გადმოცემის ღონისძიებას ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ქეთევან ციხელაშვილიც დაესწრო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჰიდრავლიკური მოწყობილობით, ასევე სახანძრო-სამაშველო მანქანის აღჭურვილობით სხვადასხვა ტვირთების მოძრაობის პრაქტიკული სავარჯიშოებიც გაიარეს.
ქართველი მეხანძრე-მაშველების გადამზადება, ავსტრიის რესპუბლიკის ტიროლის ფედერაციულ მიწასთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.