შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა სამაშველო მომზადების პროგრამა გაიარეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა სამაშველო მომზადების პროგრამა გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის, ოპერატიული რეაგირების და მონიტორინგის განყოფილების თანამშრომელთა სამაშველო მომზადების პროგრამა გაიარეს.

კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ პავლიაშვილმა გადასცა.

განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა თეორიული და პრაქტიკული წვრთნები რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გაიარეს. სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებმა მონაწილეები პირველადი სამედიცინო დახმარების, სიმაღლიდან თოკით დაშვების, წყალზე სამაშველო სამუშაოების ძირითად და შენობა-ნაგებობების კონსტრუქციის გახსნის საბაზისო მეთოდებში მოამზადეს.

სამაშველო მომზადების პროგრამის მიხედვით გადამზადებულ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს, მიღებული თეორიული ცოდნისა და სპეციალური პრაქტიკული მომზადების საფუძველზე, უკვე შესაძლებლობა აქვთ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობა მაღალკვალიფიციურად განახორციელონ.