საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ნატოს სერტიფიკატები მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 თანამშრომელს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ადამიანური რესურსების მართვის ტრენინგ კურსი ჩაუტარდა.

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნიკების შესახებ. კურსის სასწავლო თემები მოიცავდა სტრატეგიული ადამიანური რესურსების მართვას, ორგანიზაციულ დიაგნოსტიკას, სამუშაოს ანალიზს, ორგანიზაციულ განვითარებას, კომუნიკაციასა და თანამშრომელთა მოტივაციას, ისევე როგორც რეკრუტინგსა და სამუშაოს შესრულების შედეგების მართვას.

კურსის დასრულების ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სწავლების მონაწილეებს, ტრენინგის წარმატებით გავლისთვის სერტიფიკატები გადასცა.

სასწავლო კურსი პირველ მაისს დაიწყო. სწავლება ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, სპეციალურად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ჩატარდა.