საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

მეხანძრე-მაშველები გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

მეხანძრე-მაშველები გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დღევანდელ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ქვედანაყოფებთან ერთად ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს.

ჩვენს სტენდთან მისულ სტუმრებს შეუძლიათ იხილონ ძველი და თანამედროვე სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა და მიიღონ ინფორმაცია სამსახურის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, ასევე, წარმოდგენილია მერსედესის მარკის სამმაგი ქრობის შესაძლებლობის სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და პირველი ქართული წარმოების სწრაფი რეაგირების სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც მიმდინარე წელს ავსტრიული კომპანია "Rosenbauer"-ის, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს სამმხრივი თანამშრომლობის შედეგად აეწყო.

ზუგდიდის მოსახლეობას და სტუმრებს გელოდებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.

ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!