საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ზუგდიდში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას გიორგი გახარია შეუერთდა

ზუგდიდში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას გიორგი გახარია შეუერთდა.

მინისტრმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ზუგდიდელებს და სტუმრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პირადად მიულოცა.

გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების მიერ მოწყობილ პავილიონს ესტუმრა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტენდი დაათვალიერა.

შინაგან საქმეთა მინისტრი დაინტერესდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკით და ავტომობილების ტექნიკურ შესაძლებლობებს დეტალურად გაეცნო.

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია მერსედესის მარკის სამმაგი ქრობის შესაძლებლობის სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და პირველი ქართული წარმოების სწრაფი რეაგირების სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც მიმდინარე წელს ავსტრიული კომპანია "Rosenbauer"-ის, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს სამმხრივი თანამშრომლობის შედეგად აეწყო.