შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს- დაგლას უების შეხვდა.
შეხვედრის მთავარი მიზანს, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობით მიმდინარე აქტივობების განხილვა და არსებული თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.
შეხვედრას ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი - ნინო ანთაძე და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტების მენეჯერები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების, რისკების მონაცემთა მართვის ერთიანი სისტემის დანერგვის საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.