შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებს მოხალისეთა სწავლების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებს მოხალისეთა სწავლების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების ინსტრუქტორებმა მოხალისეთა სწავლების შესახებ ტრენერთა ტრენინგი გაიარეს.

სწავლება ბორჯომსა და ბათუმში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ადგილობრივმა მოხალისეებმაც მიიღეს.

აღნიშნული სწავლება მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ კომპონენტებს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა, ტყის ხანძრის შემთხვევაში ადრეული სტადიის ინტერვენცია, საზოგადოების ჩართულობა სამაშველო ღონისძიებაში და ეფექტიანი კომუნიკაცია კატასტროფის დროს.

ტრენერთა ტრენინგი გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში განხორციელდა.

აღნიშნული პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.