შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს სამძებრო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს სამძებრო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) ორგანიზებით, AFAD-ის თურქი ინსტრუქტორების მონაწილეობით, სამძებრო-სამაშველო მომზადების კურსი ჩაუტარდათ.

ტრენინგი, ღია სივრცეში, ზაფხულის პირობებში სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დახვეწას და ეფექტურად წარმართვის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. სწავლების დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

სწავლების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, TIKA-ს მხრიდან, სხვადასხვა სამაშველო აღჭურვილობა გადმოეცა. აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე - ზურაბ პავლიაშვილი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ალი ქაან ორბაი და TIKA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი თუბა ოზუტოკი ესწრებოდნენ.