შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


მეხანძრე-მაშველებმა ეროვნული გვარდიის რეზერვისტებს გადამზადების კურსი ჩაუტარეს

მეხანძრე-მაშველებმა ეროვნული გვარდიის რეზერვისტებს გადამზადების კურსი ჩაუტარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ეროვნული გვარდიის რეზერვისტებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პრაქტიკული და თეორიული ტრენინგი ჩაუტარეს.

პრაქტიკული სწავლება, რომელიც ტყის ხანძრებზე რეაგირების და სამთო-სამაშველო მიმართულებებს მოიცავდა, ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრ „პალდოში“, ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სწავლების დასკვნით ეტაპზე გამართულ შემაჯამებელ სიმულაციურ მოქმედებებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე - ზურაბ პავლიაშვილი და ეროვნული გვარდიის უფროსი - ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრნენ.

სწავლება სისტემატურ ხასიათს ატარებს და უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, კოორდინირებული მოქმედებების დახვეწას, ასევე, სტიქიური უბედურებისა და კატასტროფების დროს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.