შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხაშურის განყოფილების მეხანძრე-მაშველმა, დიმიტრი მულაძემ ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქალაქ სარაევოში ვეტერან ძიუდოისტთა შორის გამართულ ჩემპიონატზე, 35 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. დიმიტრი მულაძემ 60 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში იასპარეზა და ყველა შეხვედრა იპონით გამარჯვებით დაასრულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი, დიმიტრი მულაძე ქალაქ სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.