საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ტყიბულში სამაშველო ოპერაცია დასრულდა

მაშველებმა ტყიბულში, ნახშირის კარიერის გამაგრებითი სამუშაობის წარმოების დროს ქვანახშირის მასის ქვეშ მოყოლილი 55 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ. სამუშაოებს გრუნტის მასების ჩამოშლის მაღალი საფრთხე და კარიერის ამორტიზებულობა აფერხებდა.

ადგილზე მობილიზებული იყო ტყიბულისა და ქუთაისის სამაშველო ჯგუფები. სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს (ბაზა) მაშველთა ჯგუფი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.