შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


პოლონელმა ინსტუქტორებმა ქართველ მეხანძრე - მაშველებს წყალზე სამაშველო სწავლება ჩაუტარეს

პოლონელმა ინსტუქტორებმა ქართველ მეხანძრე - მაშველებს წყალზე სამაშველო სწავლება ჩაუტარეს

პოლონურ ორგანიზაციასა (“ICAD”) და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, პოლონელმა ინსტრუქტორებმა ქართველი მეხანძრე-მაშველები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, წყალზე სამაშველო მიმართულებით გადაამზადეს.
 
სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა, სწავლება ბორჯომის რაიონში, მდინარე მტკვარზე გაიარეს. ტრენინგი, რომელიც 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, როგორიც არის წყალში სხვადასხვა ტიპის სამაშველო ოპერაციების განხორციელება და წყლიდან ადამიანის გამოყვანა.
 
პროექტი ხორციელდება "Polish Aid" პროგრამის ფარგლებში და მისი მიზანია საქართველოს რეგიონებში სამაშველო შესაძლებლობების განვითარება.