საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

პოლიციის დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა ლისის ტბაზე აღნიშნეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა კოლეგებთან ერთად საზოგადოებას აღჭურვილობა და ტექნიკა წარუდგინეს.
 
მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სახანძრო-სამაშველო მანქანები, მათ შორის ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომლის ანალოგის წარმოებაც საქართველოში, დელტაში იგეგმება. ლისის ტბაზე წარმოდგენილი იყო საზღვაო სამაშველო ტექნიკა და მაშველები წყალზე.
 
სპეციალურად მოწყობილ სტენდზე კი გამოფენილი იყო ის აღჭურვილობა, რითაც მეხანძრე-მაშველები ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებენ სხვადასხვა სამაშველო ოპერაციას. მეხანძრე-მაშველებმა პატარა სტუმრებს სავარჯიშო სამთო კედელიც დაუთმეს.
 
დღესვე გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგაზაფხულო საფეხბურთო ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონია. ტურნირში მეხანძრე-მაშველებმა მესამე ადგილი დაიკავეს.