შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა წყალზე სამაშველო მოქმედებების ტრენინგი გაიარეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა წყალზე სამაშველო მოქმედებების ტრენინგი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს და სპეციალური სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორების მიერ 60 მეხანძრე-მაშველი წყალზე სამაშველო მოქმედებების საკითხებზე გადამზადდა.

ტრენინგი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს. სასწავლო კურსის ძირითად თემებს წარმოადგენდა წყალში უბედური შემთხვევების დროს სამაშველო ოპერაციების განხორციელება, წყლიდან ადამიანის გამოყვანა და აღჭურვილობის პრაქტიკული გამოყენების საკითხები.