შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, ჩეხეთის რესპუბლიკის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სწავლება ჩაუტარეს.
სწავლება დუშეთის მუნიციპალიტეტში 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს. კურსის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ტყის ხანძრების პრევენციასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, ტყის ხანძრების დინამიკა, სამაშველო და სახანძრო ტაქტიკა, პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარების მეთოდები და სხვა.
კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) მხარდაჭერით, ფართო მასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის დაცული ტერიტორიების კატასტროფების რისკის მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მაღალი გამავლობის კვადროციკლი და სხვადასხვა სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადმოეცა.