შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში სახანძრო-სამაშველო ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ჩაატარა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში სახანძრო-სამაშველო ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება ჩაატარა.

სიმულაციური სწავლება საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობისა და ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა. აღნიშნულის ფარგლებში მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით, ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება განხორციელდა. შენობიდან მოქალაქეთა ევაკუაციის მიზნით, ასევე, გამოყენებულ იქნა სამაშველო ბატუტიც.

სწავლება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის (BAU) დაკვეთით ჩატარდა და მის მიზანს საგანგებო სიტუაციების დროს პერსონალისთვის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები.