შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ-სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სასწავლო ცენტრში, მეხანძრე-მაშველებმა, ეროვნული გვარდიის რეზერვისტები საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიმართულებით გადაამზადეს.
ტრენინგი მოიცავდა, როგორც პრაქტიკულ, ასევე, თეორიულ სწავლებას. ეროვნული გვარდიის სამოცმა რეზერვისტმა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, სასიმაღლო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება და დაზარალებულთა ევაკუაციის მეთოდები შეისწავლეს. სწავლების დასრულების შემდგომ რეზერვისტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
აღნიშნული სწავლებები სისტემატურ ხასიათს ატარებს და უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, კოორდინირებული მოქმედებების დახვეწას, ასევე, სტიქიური უბედურებისა და კატასტროფების დროს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.